გიორგი გიგაშვილი: რატომ უნდა გასდიოდეთ ამდენი და ასეთი გამწარება ხალხის

“რატომ უნდა გასდიოდეთ ამდენი და ასეთი გამწარება ხალხის, ანუ ტრიბუნიდან იმ მოტივით საუბარი, რომ აიიი, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ!!!
წინა წელს ხომ გავიწვიეთ უკან კანონი, ახლა ნახავთ თქვენ!!!
არჩევნებით თუ არ გადავაგდეთ, ოღონდ მართლა – გადავაგდეთ – ესენი, მართლა გაუგონარ წუმპეში ვართ,” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გიგაშვილი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ასევე დაგაინტერესებთ