“გიორგი გვიმრაძე უეცრად გამოვარდა და დედა შემაგინა…” – ლიკა ბასილაია–შავგულიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე “მთავარი არხის” ეთერში ამბობს, რომ გიორგი გვიმრაძემ (საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა) მას შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა გუშინ, პირველი არხის ბორდის სხდომაზე მოხდა.
“უეცრად გიორგი გვიმრაძე გამოვარდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამოვარდა ყვირილით და მე აღარ მინდა ეხლა, იქ, ჩანაწერში არ ისმის, მაგრამ დედა შემაგინა. დედა შემაგინა, გამოცრა კბილებიდან და შოკი მივიღე… მე ვთხოვ საზოგადოებას, რომ მიაქციონ ამას ყურადღება. ეს არ არის ჯანმრთელი მდგომარეობა, ამ არხზე რაც ხდება… მე ძალიან ცუდი ინფორმაციები მომდის მისი საქციელის შესახებ. თვითონ, თავის საკურატურო სფეროში როგორ ექცევა ადამიანებს, ამაზეც მომდის ინფორმაციები. თანამშრომლებს ძალიან ცუდად ექცევა. კი, ვიცი ეს,” – ამბობს ბასილაია გადაცემა “დღის სტუმარში.”
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.