გიორგი გახარია – „ოცნება“ სახიფათოა, ჩვენი კულტურული იდენტობის მტერია

„ოცნება“ სახიფათოა, ჩვენი კულტურული იდენტობის მტერია , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აეროპორტში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ, კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა.
გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ მსგავსი უღირსობების ჩადენისთვის ფასის გადახდა ყოველდღიურად მოუწევს.
„ის, რაც დღეს გააკეთა „ოცნებამ“, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შვილიშვილების ტოლი ადამიანები მიუქსია, ეს დავალება გასცეს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ხედავს, „ოცნებას“ ღირსება არ აქვს, ადამიანის უფლებები არ აინტერესებს, დემოკრატია არ აინტერესებს, „ოცნება“ ჩვენი კულტურული იდენტობის მტერია, სახიფათოა. ჩვენ, ქართველები, ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი კულტურული იდენტობა უნდა დავიცვათ „ოცნებისგან“, რომელიც დედისტოლა ქალს თავს ესხმის და შემდეგ ვიღაც პოლიტიკოსები, კაცები კი არა, პოლიტიკოსები, გამოდიან და ამას ამართლებენ. უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი უღირსობების ჩადენის ფასის გადახდა ყოველდღე ხდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან