გიორგი ბოტკოველი – ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, გადაიქცა საკუთარი თავის გამდიდრების ხელისუფლებად

არამარტო კომპანია „ქვევრი“, არამედ ს გარემოცვა ჩართულია აბსოლუტურად ყველა სფეროში, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. მასზე უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, საკუთარი თავის გამდიდრების ხელისუფლებად გადაიქცა.
„თუ კარგად ჩავეძიებით, არამარტო კომპანია „ქვევრი“, არამედ აბსოლუტურად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კახეთში თავიდან ბოლომდე ჩართულია სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა და მისი ოჯახის წევრები, ფაქტობრივად აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა ბიზნესს, სადაც ფულის კეთება შეიძლება.
ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, გადაიქცა საკუთარი თავის გამდიდრების ხელისუფლებად.
რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენ რაიმე გამოძიება გვინახავს ივანიშვილის მთავრობის პერიოდში? როგორც ძველი პრემიერ-მინისტრები, ისე ახალი პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე ჩართულია კორუფციაში. ასევე ის ჩინოვნიკებიც, რომლებიც ფაქტობრივად ფულის კეთებისთვის არიან მოსულები ხელისუფლებაში და მეტი არაფერი აინტერესებთ.
მთავარი, რაც უნდა აინტერესებდეთ არის ხალხის უკეთესი ყოფა და უკეთესი ცხოვრება, მაგრამ მათი რეალური საქმე საკუთარი თავის გამდიდრებაა“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ