გიგა ბოკერია – აშშ-სთან უარი თქვეს საუბარზე ნატოს სამიტის წინ, ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგი დადასტურებაა – მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა აუცილებელია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, ს განცხადებით, მთავრობის მიერ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, -სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ საკითხებზე საუბარზე უარის თქმა ნიშნავს -„ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგ დადასტურებას“.
შესაბამისი განცხადებით, ბოკერია გამოეხმაურა აშშ-ს ელჩის ს განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთი ფაქტი გაირკვა, რომ „ქართული ოცნება“ ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.
„რაც შენს ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების თვალსაზრისით და სადაც ჩვენ გვჭირდება ამ უსაფრთხოების მოპოვება, ანუ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან უარი თქვეს ამ თემაზე საუბარზე ნატოს სამიტის წინ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგი დადასტურებაა. ამის გაკეთებას ცდილობენ მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ მაშინ, როცა სინამდვილეში ყველა მისი ნაბიჯით საქართველოს რუსეთთან პირისპირ დარჩენისა და სისხლისღვრისთვის სწირავენ. ერთადერთი ომის პარტია ივანიშვილის პარტია, „ქართული ოცნებაა და ამიტომაა აუცილებელი მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა და ძალაუფლებიდან ჩამოშორება“, – აცხადებს ბოკერია.

ასევე დაგაინტერესებთ