გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის – სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში

“დღეს წარმოუდგენელი კანონ-პროექტის ინიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.
ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო აქტივების “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება.
ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ს აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის – სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.
ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით ს იმპერიის ნაწილი.
იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია – ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…” – წერს პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ