გიორგი ქადაგიძე – ძალიან ახლოს ვართ იმ ისტორიულ გამარჯვებასთან, რომელიც გააუქმებს ერთპარტიულ, ოლიგარქიულ მმართველობებს მომავალში

ენა, მამული, სარწმუნოებისთვის ჩვენ ვდგავართ დღეს აქ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
ქადაგიძის თქმით, ეს ბრძოლა არის მართალი და სიმართლეს ვერავინ ვერასდროს დაამარცხებს.
„ვინ ებრძოდა ქართულ ენას ისტორიულად ბოლო 200 წლის განმავლობაში? ვინ გვიუქმებდა ენას? ვინ კრძალავს ქართული ენის სწავლებას დღეს გალსა და აფხაზეთში? როცა ვსაუბრობთ მამულზე, ვის აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია დღეს? ვინ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი? – დასავლეთი. სარწმუნოებაზე როცა ვსაუბრობთ, ვინ გადაგვიღება ეკლესიები, ვინ ებრძვის ქართულ სარწმუნოებას? ამიტომ, ენა მამული, სარწმუნოებისთვის ჩვენ ვდგავართ დღეს აქ, როგორც იდგნენ ყოველთვის და ვიდგებით ბოლომდე. ეს ბრძოლა არის მართალი და სიმართლეს ვერავინ ვერასდროს დაამარცხებს. ვერავინ ვერასდროს დაამარცხებს ამ ბრძოლას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დაუმარცხებელია. ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირთან. ძალიან ახლოს ვართ იმ ისტორიულ გამარჯვებასთან, რომელიც სამშვიდობოს, დოვლათს მოგვიტანს და რომელიც გააუქმებს ერთხელ და საბოლოდ ერთპარტიულ, ოლიგარქიულ მმართველობებს და ნებისმიერ ერთპარტიულ მმართველობას მომავალში. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად

სალომე ქურასბედიანი – წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ეს მიდგომაც ნათლად მეტყველებს ე. წ. ობიექტურობაზე

სალომე ქურასბედიანი – ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას