გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილს: შე კაი დედმამიშვილო …

მე მაშინაც ოპოზიციაში ვიყავი, „ნაცმოძრაობის“ საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო. მე და ჩემს თანამებრძოლებს გველაპარაკება ნიშნის მოგებით? მე სადაც ვიყავი, იქ ვარ, მისგან განსხვავებით. ის სად არის ახლა და ვისთან? მანქურთია თავიდან ბოლომდე, უწარსულო ადამიანი, იმიტომ, რომ როცა წარსულს გაექცევი, ვერც მომავალს იპოვი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„მე მაშინაც ოპოზიციაში ვიყავი, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო. პარლამენტში რომ მობრძანდა, პრემიერმა მობრძანება რომ არ იკადრა ჩვენთან, მე იქ ვიყავი და წარმოვადგენდი ოპოზიციას. ძალიან კარგად მახსოვს ისიც, როგორ მოიქცა ის იმ დარბაზში და როგორ გაიქცა დარბაზიდან. მერე როგორ გააგდეს ბურჯანაძეების და სხვების მეშვეობით საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ისიც მახსოვს. მერე როგორ გაიჭრა ველად იპოდრომზე და ქაჯებს ეძებდა, ისიც ძალიან კარგად მახსოვს. ქალბატონო სალომე, წარმოიდგინეთ, მე მაშინაც ოპოზიციაში ვიყავი. ვერ დავკავდები ჭორაობით, თუ ის რას აკეთებდა ოპოზიციაში. ამაში გაწაფულია ჩემი ყოფილი ოპოზიციონერი კოლეგა, რომელიც ახლა სააკაშვილის მეხოტბედ გადაიქცა – ს ვგულისხმობ. მე ვერ დავკავდები ენების მიტან-მოტანით და მის წარსულში ქექვით. ეს არ არის ჩემი საქმე. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. შე კაი დედმამიშვილო, თუ ჩემთან და კობა დავითაშვილთან ერთად იყავი, რა გინდა გვარამიასთან და მელიასთან ერთად? არ გრცხვენია? რა დაკარგე იქ? მე და ჩემს თანამებრძოლებს გველაპარაკება ნიშნის მოგებით? მე სადაც ვიყავი, იქ ვარ, მისგან განსხვავებით. ის სად არის ახლა და ვისთან? მანქურთია თავიდან ბოლომდე, უწარსულო ადამიანი, იმიტომ, რომ როცა წარსულს გაექცევი, ვერც მომავალს იპოვი“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ