გია ცაგარეიშვილი რომან გოცირიძეს – ყოველთვის სააკაშვილის კლონი იყავით, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა – მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდითაც არ გაქვთ არანაირი შანსი

ყოველთვის ს კლონი იყავით, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, კლონად დარჩებით, მის ლანდად, მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდითაც არ გაქვთ არანაირი შანსი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს ს.
მან საკუთარ გამოსვლაში რომან გოცირიძეს 2012 წლამდე არსებული წარსული შეახსენა.
„მე ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ეს ემოციები იმ ემოციებთან მოსატანი არ არის, რაც გადაიტანეს თქვენი ხელისუფლების ხელიდან სასიკვდილოდ განწირულმა ადამიანებმა. თქვენ მაშინ ეტყობა სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდით. როცა ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, არბევდნენ, იჭერდნენ, მამაკაცებს აუპატიურებდნენ, თქვენ ამ საშინელებების მდუმარე მოწმე იყავით, რომელიც ქვეყანაში ვითარდებოდა. შემდეგ თქვენ, თქვენმა ბელადმა გიწოდათ კლონი. ყოველთვის მისი კლონი იყავით, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა მაინც კლონი ხართ და კლონად დარჩებით მთელი ცხოვრება. მიხეილ სააკაშვილის ლანდად. მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდითაც არ გაქვთ არანაირი შანსი, რომ თქვენმა ბობოქარმა სულმა ოდესმე განისვენოს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვერიდები არცერთ მომენტს, არცერთ ნაბიჯს ჩემ მიერ გადადგმულს ცხოვრებაში. ბუნებრივია, ეს მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებს, მაგრამ თქვენ კი კარგად წარმოგაჩენთ როგორი სულმდაბალი ადამიანი ყოფილხართ, ჩემო ძვირფასო კოლეგავ. ასევე, როგორი ცრუ და ყალბი ყოფილხართ სწორედ ისე, იმ ზომით და იმ ხარისხით როგორიც თავის დროზე კუპონები ბეჭდეთ, შეასაღეთ უბედურ ქართველ ხალხს, დაღუპეთ, გააცამტვერეთ, გააჩანაგეთ და მაგ რეფორმით ამაყობთ.
ახლაც იღიმით, ისევე იღიმით, როგორც თქვენი მეგობრები იღიმოდნენ 2012 წელს, როცა მე ამ ტრიბუნიდან გამოვდიოდი. მაშინაც იღიმოდა ხათუნა კალმახელიძე, ბაჩო ახალია და სხვები და თქვენ ხომ იქიდან შორს არ ხართ წასული. ეს არის თქვენი პატარა კაცობაც, ე.წ. კოლეგიალობაც და დარჩებით საქართველოს ისტორიაში იმად, რაც ხართ და რასაც ახლა წარმოადგენთ“,-განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…