გია ნოდია: რეჟიმი მორალურად მკვდარია. მას სიძულვილის, შიშის და თვითგადარჩენის ინსტინქტის გარდა სხვა აღარაფერი ამოძრავებს

„ხანდახან ირონიით ვწერ ხალხზე, ვინც ამბობს, რომ „რეჟიმი აგონიაშია.“ აგონიაში კი არა, მკვდარი რომ იყოს, ან სულ არ დაბადებულიყო, მირჩევნია, უბრალოდ, თავის მოტყუება არ მიყვარს.
მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ რეჟიმი მორალურად მკვდარია. მას სიძულვილის, შიშის და თვითგადარჩენის ინსტინქტის გარდა სხვა აღარაფერი ამოძრავებს. თავიდან ჰქონდა რაღაც მორალური პათოსი, ჩემი აზრით, ყალბ ხედვაზე აგებული, მაგრამ გულწრფელი: მაგალითად, ხალხს მართლა სჯეროდა „სამართლიანობის აღდგენის.“ ახლა სრული სულიერი და ინტელექტუალური სოცარიელეა.
უზნეობის ყველა ხაზი გადალახულია. კი, თეორიულად რაღაცეები რჩება: ჯერ ავტომატები არ დაუკავებიათ და ქუჩაში ხალხი არ დაუცხრილავთ, არც რუსეთთან ფორმალურად მიერთება მოუთხოვიათ. მაგრამ ვერ გვექნება იმედი, რომ ამაზე წამსვლელები არ არიან – უბრალოდ, იმედი აქვთ, რომ უამისოდაც შეძლებენ გადარჩენას.
შეძლებენ? რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს ყოველგვარ სულიერ და ინტელექტუალურ საყრდენს მოკლებულმა ხელისუფლებამ? არავინ იფიქროს, რომ მორალურ სიკვდილს მნიშვნელობა არა აქვს: ნებისმიერ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია სჭირდება, არა მხოლოდ ფორმალური“ — წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას