გია ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობის, მათ შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებასა და გაღრმავებას.
მხარეებმა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ