გია ვოლსკი – საზოგადოება აირჩევს მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, იმას, რომ არ შევალთ ომში – საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა ამისთვის, რომ საბოტაჟს არ ჰქონდეს ადგილი

როდესაც საზოგადოება უზრუნველყოფილია სამართლიანი არჩევნების მექანიზმით, რასაკვირველია, ის აირჩევს მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, იმას, რომ არ შევალთ ომში, რომელიც საქართველოს ფიზიკურად და ეკონომიკურად დაანგრევს – ოპოზიციაში ღიადაც განაცხადეს, რომ აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობა იქნება, თუკი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თავად ოპოზიციაში არჩევნებთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა არ აქვთ და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისინი დღემდე დესტაბილიზაციაზე და რევოლუციურ გეგმაზე საუბრობენ.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა იმისთვის, რომ საბოტაჟს არ ჰქონდეს ადგილი.
“თავად ოპოზიციაში ოპტიმისტური განწყობა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ისინი დღემდე ლაპარაკობენ დესტაბილიზაციაზე და რევოლუციურ გეგმაზე. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ესხმიან თავს გააფთრებით ამ ახალ საარჩევნო სისტემას – ელექტრონულს, რომელიც თავისი შინაარსით რევოლუციურია დღეს რეგიონში და რიგი ევროპული ქვეყნებისთვის სამაგალითოა. ასე რომ, ჩვენ ძალიან ადვილად ვშიფრავთ, რა უნდა “რადიკალურ ოპოზიციას”, მაგრამ მთავარი საზოგადოების განწყობაა. საზოგადოებას სჭირდება სტაბილური საქართველო, მცირე რესურსების მქონე ქვეყანა, რომელიც თავს იცავს იმ რესურსით, რაც საზოგადოებას გააჩნია. შეიძლება სამხედრო რესურსი არ ჰქონდეს დიდი, ან ეკონომიკური, მაგრამ უშველებელია რესურსი იმისა, რასაც ჰქვია სამართლიანი არჩევნები. როდესაც საზოგადოება უზრუნველყოფილია ამ მექანიზმით, რასაკვირველია, ის აირჩევს მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, უზრუნველყოფს იმას, რომ არ შევალთ ისევ ბრძოლაში და ომში, რომელიც საქართველოს ფიზიკურად და ეკონომიკურად დაანგრევს. მათ ღიადაც განაცხადეს, რომ აბსოლუტურად საპირისპირო იქნება, თუკი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში. რასაკვირველია, საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭირო ამისთვის, რომ საბოტაჟს არ ჰქონდეს ადგილი. ის, რაც ქვეყანას სჭირდება, ჩვენს მოსახლეობა სჭირდება. ეს ისახება არჩევნების შედეგებში,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ