– სადაც და რა პროცესებშიც სააკაშვილი შევა, უნდა ველოდოთ დაძაბულობას, გაურკვევლობას, შეუთანხმებლობას და დაპირისპირებას

იგი [] დიდი ხანი იმყოფებოდა ამ პოლიტიკური სტრატეგიის მძევლად და როგორც კი გამოვიდა მძევლის პოზიციიდან, მაშინვე მოინდომა, რომ სათავეში მოექცეს პოლიტიკურ პროცესებს და სოფო ჯაფარიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგეს გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთიანი სიით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
ვოლსკის თქმით, მომავლის თემაა თუ რამდენად იქნება მისაღები მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან ეს.
“მას მერე, რაც მოგონილი სიმულირებული დემენციიდან გამოვიდა სააკაშვილი და თავი დაანება ავადმყოფი დემოკრატის თამაშს, რასაკვირველია, მას მერე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შეცვლილა მისი მესიჯი. იგი დიდი ხანი იმყოფებოდა ამ პოლიტიკური სტრატეგიის მძევლად და როგორც კი გამოვიდა ამ მძევლის პოზიციიდან, მაშინვე მოინდომა, რომ სათავეში მოექცეს პოლიტიკურ პროცესებს და სოფო ჯაფარიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგეს გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთიანი სიით. ეს რამდენად იქნება მისაღები მისი თანაგუნდელების მხრივ, ეს მომავლის თემაა. ალბათ, გამოჩნდება საკითხის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ, ფაქტია, რომ სააკაშვილის მხრიდან, როგორც საქართველოს მიმართ ჰქონდა მის მმართველობას დამანგრეველი და შემარყეველი ეფექტი, ასევე ყოველთვის, სადაც და რა პროცესებშიც იგი შევა, უნდა ველოდოთ დაძაბულობას, გაურკვევლობას, შეუთანხმებლობას და დაპირისპირებას. ამისი მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია სააკაშვილს და ვფიქრობ, ამ საკითხთან მიმართებაში სიღრმისეულად უნდა დაფიქრდეს კიდევ ერთხელ, ლიდერი იქნება თუ ჩვეულებრივი მხარდამჭერი კოლექტიური “ნაცმოძრაობისა”, ვის საით უნდა რომ ქვეყანა წაიყვანოს, ვინა არის სააკაშვილი და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დესტაბილიზაციის განვითარების აუცილებლობისაკენ მოგვიწოდებენ. სააკაშვილს, რა თქმა უნდა, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, მათთან შედარებით ამ მიმართებით ყველაზე დიდი და ეფექტური რესურსი გააჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, რომ ისინი ჩვეულებრივად მოიქცნენ. მისივე თქმით, მათ სჭირდებათ ერთიანი სია.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ამოცანა ამ ერთობისთვის ხელის შეწყობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს