გია ვოლსკი ოპონენტებს – ის მაინც აუხსენით ხალხს რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს, რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროვება

პოლიტიკური ოპოზიციის გარვეული ნაწილი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში უარი თქვეს გამჭვირვალეობის კანონზე და ხალხს მიტინგზე უხმობენ, რათა დაუპირისპირდნენ საქართველოში იგივე სტანდარტის დანერგვას!, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.
ვოლსკი იხსენებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დუბრავკა შუიცას ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც შუიცა უცხოური ჩარევის შეზღუდვის შესახებ საუბრობს და აცხადებს: “ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაფინანსდეს მესამე მხარის ან მესამე ქვეყნების მიერ და გვინდა ვიცოდეთ ვინ, სად და რა მოცულობით აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს”.
“პოლიტიკური ოპოზიციის გარვეული ნაწილი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, აი ახლა, ამ წუთებში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში უარი თქვეს გამჭვირვალეობის კანონზე და ხალხს მიტინგზე უხმობენ, რათა დაუპირისპირდნენ საქართველოში იგივე სტანდარტის დანერგვას! ის მაინც აუხსენით ხალხს რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს, რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროვება.
თანაც, სწორედ დღეს გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლომ ქართული მხარის, დღევანდელი ხელისუფლების, მორიგი გამარჯვება განგრძობითი ოკუპაციის საკითხზე!”, – წერს გია ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ