გია ვოლსკი ოპოზიციაზე – არჩევნებში წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ

ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამიტომ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ საქართველოში ხდება ისეთი რამ, რომელიც არ შეესაბამება პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს.
„ეს ის ადამიანები არიან და იგივე გუნდია, რომელმაც ხელი მოაწერა რეზოლუციას, როდესაც ჩვენს ჯარისკაცებს ფართო საომარი მოქმედებების დაწყება ბრალდებოდათ და კინაღამ ჰააგის ტრიბუნალს ჩააბარეს ადამიანები, რომლებიც არანაირად არ არიან დამნაშავეები. კიდევ კარგი, მოვიგეთ სასამართლო ს ფედერაციასთან დავაში. ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ხელს უშლიდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დღემდე ამუშავებენ დესტაბილიზაციის პროგრამას, მათთვის სხვა ამოცანა არ არსებობს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში სრულ მობილიზაციას აკეთებენ იმისათვის, რომ მოახდინონ საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია. ამ ადამიანებისგან როგორ უნდა მოველოდოთ, რომ ხელს მოაწერდნენ ისეთ რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის წარმოდგენილი, რომელიც ითვალისწინებს ევროპული პოლიტიკური-ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებას სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიმართ. ეს რეალობა, რომელიც ოკუპაციამ შექმნა, რა თქმა უნდა, მეტ ყურადღებას საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და რეზოლუცია, სწორედ ამას ემსახურება.
ზოგჯერ არსებობს ისეთი მომენტი, როდესაც თავიანთ მავნებლურ და უსამშობლო ზნე-ჩვეულებას დაივიწყებენ და ამ შემთხვევაში მაინც, მსოფლიო ისტორიის კრიტიკულ მომენტში ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არ გააკეთეს, რაც იმას მოწმობს, რომ არ შეცვლილა მთავარი სტრატეგიული ამოცანა – არჩევნებში წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ საქართველოში ხდება ისეთი რამ, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს. რასაკვირველია, ამ დოკუმენტს ისინი ხელს არ მოაწერდნენ.
იმის მტკიცება, რომ ჩვენ შეგვეძლო სხვა დელეგაციებისგან ხელმოწერების მიღება, არის მავნებლობის კიდევ ერთი გამოხატულება, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები გაუნათლებლად თვლიან საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ