– ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა თავისი განცხადებით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ამის წყარო იმ ადამიანთა ჯგუფია, რომელშიც მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული

ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, „ძალადობა ვისზეც არ უნდა იყოს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არის დასაგმობი და ასალაგმი“.
„ეს [ზუკა ბერძენიშვილი] კიდევ მეორე მეათეხარისხოვანი მონაწილეა ამ სტრატეგიის. ეს არის კარგად დაგეგმილი, შეიძლება არც იცის თავად ზუკამ, ან ნებისმიერმა სხვამ, ვინც ამაშია ჩართული. ასეთი უწმაწური გინება და ადამიანებზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც ამ ჯგუფს აქვს დაგეგმილი და განხორციელებული, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი სოციალ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
მისივე თქმით, ს განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილს საცხოვრებელ სახლთან სამი თავდამსხმელი დახვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ