გია ვოლსკი – ნიკა გვარამია შეიძლება ფორმალურად დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს და დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს სჭირდა, მაგრამ ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა

ის, რომ გვარამიამ გადაწყვიტა, ეს ინტელექტუალური ნაწილი მოიზიდოს და შექმნას დამატებითი პლატფორმა, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი სადღაც შორს წავიდა იმ ორბიტიდან, რასაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტა ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მ განაცხადა.
მისი თქმით, ტერმინი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ რეალურ სახეს იძენს და გვარამია სააკაშვილისგან დისტანცირებით თავის წარსულს მაინც ვერ გაექცევა.
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ – ასეთი სწორი ტერმინი იყო ჩვენ მიერ გამოყენებული, ახლა კი რეალურად სახეს და აშკარა კონტურებს იძენს. ასე რომ, შეიძლება დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს სააკაშვილი, დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს არ სჭირდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ