გია ვოლსკი: ნავალნის პირველი დარბევა სწორედ მაშინ მოხდა, როცა მასთან სააკაშვილმა დაიწყო ურთიერთობა

სააკაშვილი დღევანდელი, გუშინდელი თავისი მდგომარეობით არანაირად არ ჰგავს იმ ვითარებას, რაც ნავალნის გარშემო იყო შექმნილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნავალნის პირველი დარბევა სწორედ მაშინ მოხდა, როცა მასთან სააკაშვილმა დაიწყო ურთიერთობა.
„არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ სააკაშვილი იყო, რომელმაც ნავალნისთან პირველი თანამშრომლობის ნაბიჯები გადადგა, მასთან თავისი წარმომადგენლები გააგზავნა, რატომღაც, ეს უცებ ფარულმა კამერამ გადაიღო – ს უსაფრთხოების სამსახურმა და პირველი დარბევა ნავალნის და ამ ოპოზიციური პარტიის, მაშინ მოხდა, როცა მასთან სააკაშვილმა დაიწყო ურთიერთობა, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. პარალელის გავლება კიდევ ერთხელ დიდი თაღლითობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ამბობს, რომ თითქოს, მოწამლულია, ან მოწამლული იყო. დამაფიქრებელი განცხადებაცაა, თუ რა როლი შეასრულა სააკაშვილმა გინდა რუსეთში, გინდა ბელორუსიაში, მაშინ როცა მისი წარმომადგენლები ბელორუსიაში რევოლუციას გეგმავდნენ, ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი დაიჭირეს მას შემდეგ, რაც ეს ადვილად გაიშიფრა. ასე რომ, ისტორია არსებობს სააკაშვილის უკან, მაგრამ არანაირად, ისტორია, რომელიც პარალელს ავლებს ამ ორ ადამიანს შორის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია – ქართველები არ ვართ ბევრი, ეს ჩვენი ახალგაზრდობაა

თინა ხიდაშელი – ყველაზე საცოდავი და სამარცხვინო მაშინ ხდება ხელისუფალი, როცა შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს – ეს დასასრულია, აქედან შემობრუნება არ არსებობს!