გია ვოლსკი – აშკარაა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული

აშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მ განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ ს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლას.
„მიიწვიეს, ჩავიდა და რა საკვირველია, როგორც ადრე, არაფერ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი ქვეყნის და ვითომ სახელმწიფოს მმართველობის, მაგრამ რეალურად საქართველოს წინააღმდეგ ისაუბრებს, იმოქმედებს, მხოლოდ იმისათვის, რომ როგორმე ამ პოზიციამ აქ, შიგნით, საქართველოში მოიპოვოს რაღაც უპირატესობა, რაც უპერსპექტივოა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პიროვნებაზე მეტყველებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, ს გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებას და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
„არავითარი ინტერესი იმისა, რომ სააკაშვილი იყოს შეწყალებული, გარეთ გამოვიდეს და უპერსპექტივო ხუშტურებით, ოპოზიციის დაგეგმილი სტრატეგია ჩაშალოს, ან თავისკენ გადმოაწყოს მიმართულებები, რა საკვირველია, არ არსებობს. ეს არის მცდელობა, რომ მობილიზება გააკეთონ თუნდაც სააკაშვილის გვარის გამოყენებით „ნაცმოძრაობის“ გარშემო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის. ზოგადად, როგორც სააკაშვილის შექმნილი სადისტური მმართველობის ეს ნარჩენი, ისეთ ზომებს საჭიროებს, როგორიც ხელმოწერების შეგროვება, ადამიანების გარკვეული თემების გარშემო კონცენტრაცია, კონსოლიდაციაა, ეს აქეთკენაა მიმართული. სამართლებრივი ასპექტიც გააჩნია ამას, შეწყალებული ვერ იქნება, მაშინ როცა საქმეები მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. სამართლებრივ ასპექტშიც და პოლიტიკურ ასპექტშიც აშკარაა, რომ დესტრუქციას საზღვარი არ აქვს, როცა „ნაცმოძრაობის“ აქტივობებზე და გეგმებზე ვსაუბრობთ.
არასდროს, არაფერ სიკეთეს არ ველოდებით ზურაბიშვილისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი თავად არის დესტრუქციული პიროვნება. სააკაშვილი როგორც არაპროგნოზირებადი ფიგურა, არასტაბილური ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა როლი ჰქონდა ამ რევოლუციურ გეგმაში, უნდა ეთამაშა მომაკვდავი პრეზიდენტის როლი, რომელსაც ჩაგრავენ და აწამებენ. რა საკვირველია, გარეთ ხელმძღვანელად არავის სჭირდება, ასე რომ, პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება მის სასარგებლოდ არ იყოს, მაგრამ არის დიდი ასპექტი – მორალურ-ეთიკური ასპექტი, როცა ზუსტად იციან ამ სადისტური მეთოდით სისტემური მართვის შემქმნელი სააკაშვილი ნებისმიერ პოლიტიკოსს დააზიანებს, ვინც მას გვერდით დაუდგება. სამართლებრივ ნაწილში კიდევ, მისი არანაირი შეწყალება არ არის მოსალოდნელი, რადგან 2 საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ