გია ვოლსკი – არ მესმის, გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აბსოლუტურად სხვა არის – არ მესმის, ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს თავად ხელმძღვანელობდა.
მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი იდეითა და სულისკვეთებით განსხვავებულია.
„ამბობთ, რომ რუსული კანონის შესაბამისია და რუსული კანონის მიმართ ჰქონდა ევროპულ სტრუქტურას თავისი ნეგატიური შეფასება. შინაარსობრივადაც, იდეაშიც და თავისი სულისკვეთებითაც, აბსოლუტურად სხვა არის, სიტყვებიდან დაწყებული იდეით დამთავრებული. არ მესმის, ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის“, – აღნიშნა გია ვოსლკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ