– არაფერი დაგვიშავებია, რასაც ე.წ. ოპოზიციის ლობისტები საუბრობენ – გარკვეულ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა

რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები და სამართლიანი – არაფერი ის არ დაგვიშავებია, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები – გარკვეულ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა“.
მისი თქმით, საქართველოს ტრაექტორია არ შეცვლილა და სამართლიანად ჩატარდა.
„მე ვიცი, საქართველო რას ითხოვს საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან – მეგობრობას, თანამშრომლობას და ვითარების ობიექტურად შეფასებას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხების მიმართ. შეგვიძლია ვიდავოთ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით – მედიასთან დაკავშირებით „ბრიტანული კანონი“ ზღუდავს თუ არა სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო პოლიტიკას, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება დაცული მაშინ, როცა 10-20 კაცი კეტავს დედაქალაქის მთავარ პროსპექტს და ა.შ. ჩვენ ამ თემებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები. არ არის სამართლიანი. არაფერი დაგვიშავებია ის, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები. არც ტრაექტორია შეცვლილა, ჩატარდა სამართლიანად და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს არჩეულ მთავრობას. არჩეულს და არა ძალით მოსულ მთავრობას. ასე რომ, ჩვენ ამ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა