გზაზე გადასვლაზე ქვეითებისთვის ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება

სადავო პარლამენტი გზაზე ფეხით გადამსვლელთათვის კანონს ამკაცრებს. ქვეითებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან მოძრაობის წესებს, 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დააჯარიმებენ. კანონპროექტი დაჩქარებული სახით განიხილება, რაც მის მიღებას ამ კვირაშივე ხდის შესაძლებელს.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, თუ ერთი წლის განმავლობაში ქვეითს გზის გადაკვეთისთვის მეორედ დააჯარიმებენ, მას 100 ლარის გადახდა მოუწევს.
გარდა ამისა, ცალკე გამოიყოფა მაგისტრალების, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მნიშვნელობის გზების კანონდარღვევით გადაკვეთა. პირველი ჯარიმა 100 ლარია, მეორედ იმავე წელს კი – 200 ლარი.
საქართველოში არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება იმის გამო, რომ ქვეითები საავტომობილო გზებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არ კვეთენ ან არ ელოდებიან შუქნიშნის შესაბამისი მაშუქის ანთებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო