გვარამია: მოთხოვნა შეიცვალა და გახდა – არა რუსულ მთავრობას!

საქართველოს მიზანი და მიმართულება არ შეიცვლება, შეიცვლება კობახიძე და ივანიშვილი. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც – თუ არა, მაშინ ქვეყანა მაინც გადარჩება; მათი პრობლემა, მათი ამოსახსნელი დარჩება.
თქვენ არ გინახავთ ხელისუფლებები წასული? თუ უკვე გადავეჩვიეთ საქართველოში ხელისუფლების წასვლას? ჩვენ არ გადავეჩვიეთ, გვახსოვს ნებაყოფლობით წასული ხელისუფლებაც – ბევრი არა, ერთი, მაგრამ მაინც გვახსოვს და ესენიც წავლენ! სხვანაირად არ გამოვა.
არა რუსულ მთავრობას! მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა – არა რუსულ მთავრობას!