ლონდონში ხმლით თავდასხმას 13 წლის ბიჭი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

ლონდონში ხმლით თავდასხმას 13 წლის ბიჭი ემსხვერპლა და ოთხი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ბრალდებული, 36 წლის კაცი, დააკავა.
“დიდი მწუხარებით ვადასტურებ, რომ დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 13 წლის ბიჭი, გარდაიცვალა. დაჭრის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა”. – თქვა ლონდონის საქალაქო პოლიციის მთავარმა სუპერინტენდენტმა, სტიუარტ ბელმა.
პოლიციის ვარაუდით, შემთხვევა ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული.
“ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებისადმი რაიმენაირი საფრთხე არ არის, არ ვეძებთ სხვა ეჭვმიტანილებს და შემთხვევა, როგორც ჩანს, ტერორიზმთან კავშირში არ არის”. – თქვა ბელმა.
ბელმა დაამატა, რომ ორმა რიგითი მოქალაქემ და ორმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის არასახიფათო დაზიანებები მიიღეს. მისი თქმით, პოლიციელებს ჭრილობის გამო ოპერაცია სჭირდებათ.