გვარამიამ პირდაპირ აღიარა, თუ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს – ნინო ფოჩხუა

ნაციონალური მოძრაობის, კრიმინალური რეჟიმის შემოქმედმა და სისტემის მსახურმა პირდაპირ აღიარა თუ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა ს განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები, ხოლო, როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის.
ფოჩხუას თქმით, მისთვის საინტერესოა არა ის, თუ რა გახდა გვარამიას აღიარების მიზეზი, არამედ ის, რომ გვარამიას მსგავსი ფიგურები პოლიტიკას ჩამოშორდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის, კრიმინალური რეჟიმის შემოქმედმა და სისტემის მსახურმა პირდაპირ აღიარა თუ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს აღიარება რას ემსახურება არ ვიცი და არც მაინტერესებს – მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, ჩვენ, ქართველმა ხალხმა უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ გვარამიას და მისთანებს. ვერც გვარამია და ვერც მისი კრიმინალი მეგობრები ვერ უნდა ბედავდნენ საუბარს სასამართლოზე, მედიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე. ეს ხალხი სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას და ამის იდეალური შანსი სწორედ 2024 წლის არჩევნებზე აქვს ქართულ საზოგადოებას.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი