“გერმანული ტალღის”-ს პრემია “სიტყვის თავისუფლებისთვის” იულია ნავალნაიასა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდს მიენიჭა

“გერმანული ტალღის”-ს პრემია “სიტყვის თავისუფლებისთვის” 2024 წელს მიენიჭა იულია ნავალნაიას და კორუფციასთან ბრძოლის ფონდს.
პრემიის ლაურეატები 3 მაისს გამოაცხადეს – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს. ჯილდოების გადაცემის ცერემონია ჩატარდება 5 ივნისს, ბერლინში.
“იულია ნავალნაია თავიდანვე უჭერდა მხარს თავისი ქმრის, ს, პოლიტიკურ მოღვაწეობას რუსეთში პრესის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში – ყველა საფრთხის, მუდმივი მუქარებისა და პირადი შეზღუდვების მიუხედავად, – განაცხადა “გერმანული ტალღის” გენერალურმა დირექტორმა, პეტერ ლიმბურგმა. “ქედს ვიხრი მისი ურყევი სიმამაცის, მისი რწმენისა და სიმტკიცის წინაშე, რომლითაც ის იბრძვის თავისუფალი სთვის და იცავს მათ ინტერესებს, რომელთა გაჩუმებაც სურს ვლადიმირ პუტინს,”- თქვა ლიმბურგმა.
აპრილში ალექსეი და იულია ნავალნები გახდნენ მედიის თავისუფლების საერთაშორისო პრემიის ლაურეატები. მათ პრემია მიანიჭეს “წინააღმდეგობის მოძრაობაში გამოვლენილი სიმამაცისთვის” და “გამბედავი და არაძალადობრივი ბრძოლისთვის სასტიკი დიქტატურის წინააღმდეგ რუსეთში”.
იულია ნავალნაიამ მიიღო თავისი, ისევე როგორც თავისი გარდაცვლილი ქმრისთვის მინიჭებული პრემია.
· პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მისი გარდაცვალების დასკვნაში მითითებულია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
· პოლიტიკოსის დაღუპვის შემდეგ, მისმა მეუღლემ, იულია ნავალნაიამ, პირობა დადო, რომ გააგრძელებდა თავისი ქმრის საქმეს. მოგვიანებით ის ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს და სიტყვით გამოვიდა ევროპულის საბჭოს სხდომაზე, სადაც გამოთქვა მოწოდება, ვლადიმირ პუტინის მომხრეებზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერებისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეიმს ო’ბრაინი შეზღუდვების დაწესებაზე – ეს იძულება არაა, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ – გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ