გერმანიის შს მინისტრი – უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ – დეპორტაციის მკაცრი წესები უნდა აღსრულდეს

უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.
„უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ. დეპორტაციის მკაცრი წესები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, ახლა უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ნენსი ფეზერმა.
ნენსი ფეზერმა მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვით, გასულ წელს გერმანიაში დანაშაულების საერთო რაოდენობა 5,5%-ით, ხოლო უცხოური წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობა 13,5%-ით გაიზარდა.
„ვინც წესებს არ იცავს, ქვეყანა უნდა დატოვოს“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ