ილონ მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.
გერმანიის ვიცე-კანცლერის განცხადებით, ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა ლოგიკურია.
„ეს ლოგიკური და სისტემატურია. მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს. სუსტი ევროპა მათ ინტერესებშია, ვისთვისაც რეგულაცია მათი ძალაუფლებისთვის შეუსაბამო შეზღუდვას წარმოადგენს“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.
ცნობისთვის, ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი თებერვალში გასამართ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „მწვანეთა პარტიამ“ კანცლერობის კანდიდატად დაასახელა.