გერმანიის განცხადება და 4 რეკომენდაცია “ოცნებას”

გერმანიის საელჩო თბილისში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ “საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას.“
მათი თქმით, გერმანიამ განცხადება უკვე გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით.
საელჩო საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობის ვალდებულებებს უსვამს ხაზს, რომლის თანახმად, ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს შემოწმება.
საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა ვალდებულებებს მოიცავს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას – ე.წ. Universal Periodic Review (UPR), რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს. ეს პროცედურა ეფუძნება გაეროს ქარტიას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა კონვენციებს და შესაბამის შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. საქართველოს შემოწმება ახლახან განხორციელდა. გერმანიამ განცხადება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით. საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას. ჟენევა, 2026 წლის 26 იანვარი: გერმანია ძალიან შეშფოთებულია [საქართველოში] ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით. გერმანია წუხილს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით, -წერს საელჩო.
გერმანია რეკომენდაციებს უწევს საქართველოს:
· გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები, მათ შორის პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, და უზრუნველყოს მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე, კომპენსაციასა და რეაბილიტაციაზე წვდომა;
· მოხსნას სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის დაბრკოლებები, მათ შორის გააუქმოს ან შეცვალოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები;
· გადახედოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ამჟამად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, რათა ისინი შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართალთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშთან;
· გააუქმოს ან ძირეულად შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი