ლაშა შაყულაშვილი: საქართველო გადაიქცევა მარტოდ დარჩენილი მოხუცი მშობლების ქვეყნად, შვილებს და შვილიშვილებს რომ ტელეფონით მოეფერებიან!

მეცნიერი, როტშილდების ფონდის მკვლევარი, ლაშა შაყულაშვილი:
მე, ახალგაზრდა მეცნიერმა, თავი რომ გავიტანო და ამისათვის უცხოელმა ექსკურსიაზე 100 ლარი მომცეს, აგერ, იმ ას ლარს თუ მთავრობას არ შევუთანხმებ და იმ პერიოდში მთავრობას რაიმეზე გავაკრიტიკებ, ახალი კანონპროექტით, 6 წლამდე ციხე მემუქრება.
სამაგიეროდ, ჩვენს სამშობლოში, ჩამოსახლებულმა რუსებმა ყველა სფერო გადაიბარეს. ტურიზმი, ციფრული ტექნოლოგიები, მეყვავილეობა, ფოტოგრაფია, სულო და გულო. მძღოლები და მზარეულებიც კი თავიანთი ჰყავთ. მაგათ არავინ შეამოწმებს. მაგათი რუსული პასპორტი, ჩვენს ქვეყანაში, მეტის უფლებას აძლევთ. აგენტებად ჩვენ გვაცხადებენ, მაგათ არა.
ტურიზმი ან რაიმე მცირე ბიზნესი რას აპირებთ? ამგვარ პირობებში რომელი პესრპექტიული ახალგაზრდა დარჩება ან დაბრუნდება?
საქართველო გადაიქცევა მარტოდ დარჩენილი მოხუცი მშობლების ქვეყნად, შვილებს და შვილიშვილებს რომ ტელეფონით მოეფერებიან!

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად