გერმანია რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარზე კონტროლს ორი თვით ახანგრძლივებს

გერმანია პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს მინიმუმ ორი თვით ახანგრძლივებს, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.
„პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვრებზე დროებით კონტროლს 15 დეკემბრის შემდეგ მინიმუმ ორი თვით გავახანგრძლივებ“, – განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობა მსგავს ღონისძიებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, სასაზღვრო კონტროლი ეფექტურია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩვენი ზომები მუშაობს”, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, 16 ოქტომბრიდან ფედერალურმა პოლიციამ მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და შვეიცარიის საზღვრებზე ქვეყანაში უკანონო შესვლის 9200-მდე შემთხვევა გამოავლინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო