გერმანიაში FlixBus-ის ავტობუსი ამოტრიალდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გერმანიაში, ლაიფციგთან ახლოს, A9 ავტომაგისტრალზე FlixBus-ის ავტობუსი გზაჯვარედინზე ამოტრიალდა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, ექვსი ადამიანი სერიოზულადაა დაშავებული, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევის დროს ავტობუსში ორი მძღოლი და 52 მგზავრი იმყოფებოდა. FlixBus-ის წარმომადგენლის ცნობით, ავტობუსი ნიურნბერგიდან ციურიხის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
კომპანიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ავტომაგისტრალზე დილის 10 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, აღნიშნულ უბედურ შემთხვევაში სხვა სატრანსპორტო საშუალება ჩართული არ ყოფილა.