გერმანიაში იძიებენ სამხედრო ოფიცრების საუბრის ჩანაწერს, რომელიც რუსეთის მედიამ გამოაქვეყნა

გერმანიის საგამოძიებო უწყებები იკვლევენ ს მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, გერმანელი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
ცნობას მოჰყვა შეშფოთება გერმანიაში ჯაშუშობის გარშემო, გაისმა მოწოდება, რუსეთს ახსნა-განმარტება მოსთხოვონ.
გერმანიის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა 2 მარტს, რომ არ შეუძლია დაადასტუროს ჩანაწერის ავთენტიკურობა.
რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ჩანაწერი გამოაქვეყნა 1 მარტს. Reuters-მა მისი ავთენტიკურობის დასტური ვერ მოიპოვა.
სხვათა შორის, საუბრის მონაწილეები განიხილავენ სთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო.
კანცლერმა, რომელიც იტალიაშია ვიზიტად, რომში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა „ძალიან სერიოზულია“.
ბერლინში რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ჩვენ მოვითხოვთ გერმანიისგან ახსნა-განმარტებას“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მარტს ჟურნალისტებს ელაპარაკა „ბუნდესვერის მუხთალი გეგმების შესახებ“, რაც ამ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებით გამოაშკარავდა.
გერმანიის პარლამენტის დეპუტატმა, როდერიხ კიზევეტერმა გერმანიის პრესას განუცხადა, რომ ინფორმაციას ავთენტიკურად მიიჩნევს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…