გერმანიაში გაყინული რუსული აქტივების მოცულობა 3,9 მილიარდ ევროდ შეფასდა

გერმანიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაახლოებით 3,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ს ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო – „TASS“ ავრცელებს.
„საერთო ჯამში, დაახლოებით 3,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები სანქციების ქვეშაა გერმანიაში, ეს მოიცავს სანქციების სიაში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირების გაყინულ აქტივებს, როგორიცაა ნაღდი ფული, კორპორაციული ინვესტიციები და იახტები“, – აღნიშნულია სტატიაში.