გერმანიამ, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა, რუსეთის ხელისუფლებას კი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდა

რუსი ოპოზიციონერის, ს გარდაცვალების შემდეგ, გერმანიაში ს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ნავალნის და სხვა რუსი ოპოზიციონერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ისევე როგორც პატიმრობის არაადამიანური პირობები აჩვენებს, როგორ სასტიკად მოქმედებს რუსული მართლმსაჯულება განსხვავებულად მოაზროვნეების მიმართ.
გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოკისმომგვრელი უწოდა რუსეთში იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც გარდაცვლილი პოლიტიკოსის ხსოვნის მიმართ პატივისცემას ყვავილებით გამოხატავენ.
თავის მხრივ, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, სრულიად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებები, ასევე ცხედარი მის ახლობლებს გადასცეს, რათა უზრუნველყონ ტრაგედიის მიზეზების დამოუკიდებელი გამოძიება.
ჰებესტრეიტის თქმით, ნავალნის სიკვდილი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არანაირ პატივს არ სცემს ადამიანის სიცოცხლეს, რასაც ის ასევე ყოველდღიურად ავლენს ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში