გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს, 05:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელბში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ძალისი, ნატახტარი.
07:00-დან 11:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, წიწამურა, კოდისწყარო, ქისიაანი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 10:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, ოქრუაანი, ქერანა, მილახვრიანი.
11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს თიანეთში ლაშარის, 26 მაისის, რუსთაველის, ჟებოტის, თეთრახევის, გოგებაშვილის, 300 არაგველის, სააკაძის, გორის, ვაჟა-ფშაველას, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე.
17:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, ბევრეთი, ზემო და ქვემო ლისი, ტაბარუკი, ძალაანთხევი, შვინდების მიწა, ვარდისწყარო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.




