გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვა მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს მოიცავს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მცხეთის რაიონის სოფლებში – საგურამო, ახალსოფელი, კოტორაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო