გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 07:00-დან 10:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, წითელი კლდე, ჩინთი, ახალციხე, კენჭაკლდე, ვარცლა, ქვემო არანისი, მიგრიაულები და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 17:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს დაბა ფასანაურში, სოფლებში ჭართალი, წითლიანა, მენესო, ცხვედიეთი, ზანდუკი, გამსი, მაქართა, წიფორი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში.
ასევე, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში. ასევე, 12:00-დან 13:00 საათამდე – მომხმარებლებს ქ. მცხეთაში გამსახურდიას, კალანდაძის, არსუკიძის, კოსტავას ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მცხოვრები 95 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა, მათგან არჩევნებში 34 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 1.5%-ია – შიშზე საუბარი სპეკულაციაა

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსებისა და შშმ პირთა ერთჯერადი დახმარების გაზრდაა გათვალისწინებული