„გახარია საქართველოსთვის”: ჩნდება ეჭვი, რომ დიპ. ფოსტა სანქციების ასარიდებლად და შავი ფულის გადასატანადაც გამოიყენება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეხმაურება იაპონური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იაპონიაში საქართველოს ელჩი, თემურ ლეჟავა ს შვილს, უტა ივანიშვილს შეხვდა.

განცხადების მიხედვით, ეჭვი ჩნდება, რომ დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება პირადი მიზნებისთვის – სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.

„ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართული არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.

ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.

ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს”, – ნათქვამია განცხადებაში.


იაპონური ტაბლოიდური გამოცემა Shūkan Bunshun წერს, რომ „პუტინის მომხრე დიქტატორის“, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა ივანიშვილი ტოკიოში ნახეს და ის იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.

სტატიის თანახმად, რესტორანში ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ კოსტიუმში ჩაცმულმა კაცმა [თეიმურაზ ლეჟავა] მეორეს დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა:

„აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება”.

წყარო