“გახარიასთან, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალებას უპირებდა. როგორ შეიძლება ღია ეთერში დაჯდომა?” – ვოლსკი

“შეუძლებელია” , – ასე პასუხობს ივანიშვილისადმი ოპოზიციის შეთავაზებას, მათთან დებატებში დაჯდეს. მმართველი გუნდის ლიდერი ამტკიცებს, რომ უკეთესი იქნება, ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც თავ-თავიანთ პლატფორმებიდან მაუწყებლობდნენ.
“შეუძლებელია, რომ ამ ერთ სივრცეში მოხდეს მათი დებატები. მაგალითად, საბა ბუაძე და ან ნებისმიერი. ან ხაზარაძე, რომელიც თაღლითობაშია მხილებული ან იგივე გახარია, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალებას უპირებდა. როგორ შეიძლება მასთან ღია ეთერში დაჯდომა? მე არ ვფიქრობ, რომ საერთოდ, პოლიტიკური დებატების თემა არის აქტუალური დღეს. აქტუალური არა იმიტომ, რომ ამას საზოგადოებაში შეიძლება ცუდი გამოხმაურება ჰქონდეს, პირიქით, საზოგადოება ელოდება იმ დროს, როდესაც ოპონენტები დასხდებიან და ერთ სივრცეში თავის პოზიციას დააფიქსირებენ. სჯობს ჩვენთვის ყველასთვის, რომ ოპოზიცია მაუწყებლობდეს ცალკე და სახელისუფლებო წარმომადგენლები ცალკე. დღეს საზოგადოებისთვის უკეთესია, რომ ცალ-ცალკე ყველა თავის პლატფორმიდან მაუწყებლობდეს, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს