გაციმბირების ნაცვლად, “გამოსკოვებას” და მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება რეპრესიების სახით ადამიანებს – მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე

გაციმბირების ნაცვლად, “გამოსკოვებას” და მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება რეპრესიების სახით ადამიანებს – ხაზარაძეზე
საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც იმდენად გამოირჩეოდნენ ამ აქტივიზმით, რომ თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ. როგორც ჰყვებიან, ხაზარაძეც მათ რიგში იყო, ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება, ციმბირში გადასახლება, ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა ისე, რომ სერვისი გააუმჯობესა და ახლა მოსკოვში გადასახლებას გვპირდება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს მამუკა ხაზარაძის მიერ წამოწყებულ კამპანიაზე, რომლითაც 2024 წლის ს შემდეგ ს მოსკოვში წასვლას აანონსებს, ამ განაცხადს კი პოლიტიკურ გზავნილს უწოდებს.
როგორც მან განმარტა, ხაზარაძეს აღნიშნულ თემაზე საუბრისას სიტყვა “პროკურორი” შემთხვევით არ უხსენებია და დაადასტურა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პოლიტიკურ რეპრესიებს განახორციელებდა.
“ის ახსენებს პროკურორს. წარმოიდგინეთ, ქვეცნობიერში რა უდევს ამ ადამიანს, მე არ ვარ პროკურორიო, ანუ, პროკურორის საქმეაო. როდესაც ადამიანს კითხვას უსვამენ, რატომ იქნება მოსკოვში ვიღაც – რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილზე სპეკულირებს, მამუკა მდინარაძეზე, თქვენზე თუ ნებისმიერზე – ის ხომ იმუქრება ამით. შეიძლება იფიქრო კაცმა, რომ როდესაც კითხვას შეუტრიალებ, დაზეპირებული პუტინის მსახურების გამო, ამის გამო, იმის გამო და შეიძლება შეტრიალებული კითხვის შემდეგ გიპასუხოს, რომ “მისი ადგილი იქ არის”, ან “თვითონ წავა”, რაღაცას ელოდები ხომ? დაზეპირებული მესიჯის იქით აღარ იცის რა უნდა თქვას და უკვე, რასაც ფიქრობს, იმას გეუბნება.
ფიქრობს, რომ უნდა დაბრუნდეს – ის “ნაცმოძრაობაა”, ამიტომ ფიქრობს რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და რეპრესიები განახორციელოს, ამიტომ ამ კონტექსტში ახსენებს მისი ქვეცნობიერი პროკურორს და გეუბნება, რომ “მე არ ვარ პროკურორი, რომ ამაზე გიპასუხოთ” – ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ “მესიჯბოქსის” იქით ჯერ ერთი ამ ხალხს არ გააჩნია იმის ინტელექტუალური უნარი, რომ დაზეპირებული “რუსული”, “პუტინი” და რაღაცები იძახონ. როგორც კი ეკითხება ნებისმიერი ადამიანი – რატომ მოსკოვში? – მე არ ვარ პროკურორი, გპასუხობთ. ანუ, გაციმბირების ნაცვლად, “გამოსკოვებას” და მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება ის რეპრესიების სახით ადამიანებს. წარმოიდგინეთ, რამხელა უინტელექტობა, რამხელა ბოღმა და ბოროტება დევს იმ ადამიანებში, რომლებიც ამას ლაპარაკობენ. თუ გნებავთ, ნებისმიერმა თქვენგანმა ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს, თუ ეს ასე არ არის, ეს ნაცმოძრაობის ლელო იქნება თუ გახარიები – ისინიც კარგად გამოირჩევიან ამ კომკავშირული აქტივიზმით. თუ რეპრესიებზე არ არის საუბარი, რა შუაშია პროკურორი? რატომ უნდა ახსენო პროკურორი, თუ ამაში საკუთარი ქვეცნობიერი არ გამხელს.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას