გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი საყიდლები იყო

2023 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ხოლო 5%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ინფორმაცია, PMCG კვლევითი ცენტრმა 2023 წლის ტურიზმის მიმოხილვაში გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2023 წელს ვიზიტორების თითქმის ნახევარმა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი (43%), რომელსაც მოსდევდა სომხეთი (15%), ევროკავშირი (14%) და (12%). 2023 წელს ვიზიტების განაწილება დანიშნულების ქვეყნების მიხედვით წინა პერიოდების მსგავსია.
„გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2023 წელს 2.0 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. ცვლილებები შეიმჩნევა დანახარჯების განაწილებაში, კერძოდ, საყიდლების წილი მკვეთრად გაიზარდა (+11 პპ), ხოლო კვების წილი შემცირდა (-8 პპ).
2023 წელს საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო საყიდლები (მთლიანი ვიზიტების 35%), რასაც მოსდევდა მეგობრების ან ნათესავების მონახულება (32%). 2019 წელთან შედარებით შემცირდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთაც მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა პროფესიული ვიზიტები (-6 პპ) და მეგობრებისა ან ნათესავების მონახულება (-4 პპ)“, – ნათქვამია კვლევაში.

ასევე დაგაინტერესებთ