„ჩემი პოზიცია საქართველოს ერთობაა“ – ლაშა პაპაშვილი პრემიერთან შეხვედრამდე

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი პრემიერთან შეხვედრამდე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მხრიდან მისი პოზიციის დაფიქსირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს: „ჩემი პოზიცია საქართველოს ერთობაა“.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მისულ ბიზნესმენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რაზე აპირებს ბიზნესმენი პრემიერთან საუბარს, რაზეც მან უპასუხა, რომ მთავრობასთან რჩევები ყოველთვის აქვს, თუმცა მათზე საუბარს წინასწარ არ აპირებს:
„რჩევები ბავშვობიდან მაქვს. რასაც ვურჩევ ყველაფერს გეტყვით, რომ გამოვალ.
– რა არის თქვენი პოზიცია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით?
ჩემი პოზიცია არის საქართველოს ერთობაა.
– წნეხის ქვეშ ხომ არ არის ბიზნესი?
ბიზნესი წნეხის ქვეშ ბოლო 12 წელია არ ყოფილა…
bm.ge