გარე ჩარევით აქ რევოლუციას ვერავინ დაუშვებს და ვერც მოაწყობს

უხეში მცდელობები, ჩაერიონ ჩვენს სუვერენიტეტში, მოითხოვონ აქ რევოლუცია და ა.შ. არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რატომ არის საჭირო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან რევოლუციაზე მოწოდებებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარე ჩარევით საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს და ამას არ დაუშვებს ხელისუფლება.
„თუ ვინმეს რევოლუცია მოუნდება ამ ქვეყანაში, თქვენ გახსოვთ, 2012 წელს პრაქტიკულად რევოლუციური არჩევნები ჩატარდა და ქართველი ხალხის მიერ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერავის გარე ჩარევით ვერავინ აქ რევოლუციას ვერ დაუშვებს და ვერც მოაწყობს. თუმცა ამისთვის ნაბიჯებიც არის გადასადგმელი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება. ეს შესაბამისი ძალებისთვისაც დამზღვევია. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს ცდუნება, რომ საქართველოში სცადოს ვითარების არევა, მაგრამ გამჭვირვალე თუ იქნება უცხოური გავლენა, ამ შემთხვევაში ეს ცდუნება შემცირდება და ძალიან ბევრი თვალსაზრისით დადებით როლს შეასრულებს ეს კანონი,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: წელსაც ჩვენი ერთობით უნდა დავახევინოთ უკან – თამარ ჯაყელი

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა პრობლემები აქვს ადამიანებს; რომელმაც იკადრა თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ამ გაუბედურებულ, კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ ჩაუყენა“ – ხატია დეკანოიძის განცხადება

აქციის დასრულების შემდეგ, დარბაისელმა ბაბუამ მითხრა, მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო-ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა გუშინდელი დღე