“უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ” – ზელენსკი ომი უკრაინაში

ჩემი პირადი აზრით, ჩვენ ნატო-ს წევრი გავხდებით მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არ თვლის, რომ ს ნატო-ში ომის მიმდინარეობისას მიიღებენ.

“ეს ზოგისთვის დიდი რისკია, ზოგი კი, უბრალოდ სკეპტიკურად არის განწყობილი. ნატო-ს წევრობის საკითხი, როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, უმრავლესობის გადასაწყვეტია. უკრაინის ალიანსში პოლიტიკურად მიღებისთვის საჭიროა გამარჯვება. საქმე როდესაც მივა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებამდე, არავინ დააყენებს ნატო-სთან თავსებადობისა და უკრაინელი სამხედროების დონის საკითხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ომის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინა მანამდე არ იყო ალიანსის წევრი.

გუშინ რადაში სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველებს, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს

მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა შეცვალა რიტორიკა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოსო