გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 3 მოქალაქე – შსს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, თუმცა ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა – ამჟამინდელი ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 3 მოქალაქე.
თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება” – წერია -ს განცხადებაში.