89 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი.
ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, იოსელიანი დაიბადა თბილისში დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს; 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი
1980 წლიდან ის მოღვაწეობდა საფრანგეთში.
გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
· “აკვარელი” (1958),
· “აპრილი”(1961);
მხატვრული ფილმები:
· “გიორგობისთვე” (1966),
· “იყო შაშვი მგალობელი” (1970),
· “პასტორალი” (1976),
· “ბასკთა ქვეყანაში” (1983),
· “მთვარის რჩეულნი” (1984),
· “პეპლებზე ნადირობა” (1999),
· “ყაჩაღები”(1996), “
· მშვიდობით მწვანე მდელო” (2000, საფრანგეთი);
დოკუმენტური ფილმები:
· “ძველი ქართული სიმღერა” (1969),
· “თუჯი”(1964),
· “საპოვნელა” (1959).