განათლების სამინისტრო – მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა და ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში

ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს განცხადებით, კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.
„ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის. მსგავსი ქმედება არღვევს არასრულწლოვანთა ზოგადი განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას და ქმნის ნიადაგს ძალადობრივი გარემოსთვის.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლებში შეუფერხებლად წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და დაცული იყოს თითოეული ბავშვის უსაფრთხოება, უფლებები და ინტერესები.
ჩვენთვის ყველა მოსწავლე თანაბრად მნიშვნელოვანია. მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.
ბავშვის უფლებათა დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს მისი საუკეთესო ინტერესის უპირატესად გათვალისწინება წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპი ყველა პირს ავალდებულებს, დაიცვას ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, მისი განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები. ჩვენი ვალდებულებაა, ბავშვებმა განათლება მიიღონ უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში, სადაც ისინი არ დაექვემდებარებიან რაიმე ფორმის ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
სწორედ ამიტომ, თითოეული ბავშვის უფლებათა ეფექტიანი დაცვის და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მოგიწოდებთ ყველას: ნუ დაარღვევთ მოსწავლეთა უფლებებს, ნუ შეუშლით ხელს სკოლების ფუნქციონირებას და საგაკვეთილო პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა