“განათლება საფრთხეშია” – ბანერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თსუ-ს პირველ კორპუსში, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართულ კარნავალის მსვლელობისას, სტუდენტებმა ბანერი “განათლება საფრთხეშია” გადმოფინეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის თანახმად, სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.

ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნება.