გამოქვეყნდა კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანი 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია

გამოქვეყნდა კულტურისა და სპორტის მინისტრის, 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია, რომლითაც ირკვევა, რომ მან ხატმწერის მომსახურებით ისარგებლა, რაშიც 6 600 ლარი დახარჯა.

გარდა ამისა, მინისტრის ხარჯებს შორისაა:

  • ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი –  20 000 ლარი;
  • ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი – 20 060 ლარი;
  • სწავლის გადასახადი –  14 635 ლარი;
  • ხელოსნის მომსახურება – 10 000 ლარი;

დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის წლიური ხელფასი – 72 600 ლარი იყო, რაც თვეში 6 050 ლარის შემოსავალს ნიშნავს. შემოსავალში წულუკიანს უფიქსირდება 30 700 ლარი განმარტებით – ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვა.

რაც შეეხება მის ქმარს – ნუგზარ კაკულია ს სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზეა დასაქმებული და მისი წლიური ხელფასი – 44 154,9 ლარი იყო. მან 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით გააჩუქა 12 000 დოლარის ღირებულების მანქანა, ასევე 9 000 ლარი მიიღო გასასხებული თანხის დაბრუნების ფორმით.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …